დებულება


დებატების კლუბის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს დებატების კლუბის მუშაობის ძირითად
პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის პრეზიდენტის, წევრების,
უფლება-მოვალეობებს, ასევე  დებატების კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2.  დებატების კლუბის მიზნები და ამოცანები
დებატების კლუბის მთავარი მიზნებია:
1. ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება
2. ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში
3. ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების
მშენებლობის პროცესში;
4.სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა
5.მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6.მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
7.კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციის,
8.საჯაროდ გამოსვლის უნარების გაძლიერება;
9.მოსწავლეებში სამართლებრივი და კულტურული თვითშეგნების ამაღლება;  სამეცნიერო,
შემოქმედებითი, კულტურული, ინტელექტუალურ-გასართობი ღონისძიებების მოწყობა;
10.დებატების ტურნირების სწავლება და ორგანიზება
11.ლიტერატურულ, სამეცნიერო წრეებთან, კლუბებთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარება
მუხლი 3.  დებატ კლუბის  ფუნქციები / მოვალეობები:
1.მოსწავლეებში დებატების ხელოვნების სწავლისა და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება;
2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  დებატების, საჯაროდ გამოსვლის აქტივობების
3.ინიცირება და განხორციელება; ან/და არსებულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება სკოლის
სახელით;
4.ადგილობრივ კლუბებთან თანამშრომლობა, ტურნირების ინიცირება
5.მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან,
6.არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და
7.მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება
8.დებატების ხელოვნების სწავლების ორგანიზება;
9.გუნდების ჩამოყალიბება და დებატების ორგანიზება;
10.შეჯიბრებების, საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზება;
11.სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 4.  დებატ კლუბის მოღვაწეობის პრინციპებ
დებატ კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს,
კეთილსინდისიერებას, ურთიერთპატივისცემას, კოლეგიალურობას. დებატ კლუბი იმუშავებს 3 ძირითადი მიმართულებით:
1. საგანმანათლებლო ჯგუფი : სწავლებების ორგანიზება პრეზენტაბელურობის, საჯარო
გამოსვლის ხელოვნებასა და დებატების სწავლების ხელოვნებაში;
2. დებატების, შეჯიბრებების ორგანიზება;
3. საინფორმაციო ჯგუფი: რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის წესის საფუძველზე დებატების
მსურველ მოსწავლეთა გუნდების ინფორმირებას დებატების ჩატარების ადგილის, წესების,
პირობების შესახებ. 
მუხლი 5. დებატების კლუბის წევრი
დებატების კლუბის წევრი შეიძლება გახდეს  VI – XII კლასის მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს
კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და
წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და დებატების კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა
რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს დებატების კლუბის
წევრობის ანკეტას
დებატების კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება
გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად
არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს
წევრთა უფლება-მოვალეობანი
დებატების კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ;
)ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
დებატების კლუბის  წევრი მოვალეა:
) დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ)აქტიური მონაწილეობა მიიღოს დებატების კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. დებატების კლუბის პრეზიდენტი
კლუბის პრეზიდენტი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის
ადმინისტრაციას;
კლუბის პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად
ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის პრეზიდენტი:
) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
) კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით
შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
) ხელმძღვანელობს დებატების ხელოვნების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმინისტრაციასთან
ერთად;
) უზრუნველყოფს საინფორმაციო კამპანიებს, დებატების ორგანიზებას სხვადასხვა აქტუალურ
საკითხებზე მაგ: სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე, შეუძლია სპეციალური სტუმრების მიწვევა,
ტრენინგების, სემინარებისკლუბის შეხვედრების,  ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და
განხორციელება;
)თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
)ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს დებატების კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება
ყველა წევრზე.
კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს,
უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ
უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ
დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას,
ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე
დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს
კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები,
ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას
მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და
ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და
არამატერიალურ საკუთრებას.
დებატების კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა
ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება)
პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.

დებატების კლუბის სამუშაო პერიოდი:
) დებატების კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის წლიურ სასწავლო წელს;
) დებატების კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

Комментариев нет:

Отправить комментарий